ეპიდემიოლოგიური ვითარება

30 მაისი 2021, 12:25 870 ნახვა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 723 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან განიკურნა 1 407 ადამიანი, გარდაიცვალა 18-ი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევების რაოდენობა  12 397-ია. ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან აჭარაში გვაქვს 51-ი.

ბოლო 24  საათში გამოჯანმრთელდა - 83 ადამიანი, კლინიკა დატოვა -19-მა,- კრიტიკულად იმყოფება 14 პაციენტი. სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას აგრძელებს 344  მოქალაქე.

რაც შეეხება ვაქცინაციას რეგიონში. აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, საერთო ჯამში 12 903-მა მოქალაქემ გაიკეთა.  ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "ფაიზერით“ 3 414  ადამიანი  აიცრა, "ასტრაზენეკათი“- 3 576, "სინოფარმით" 4 778, ხოლო "სინოვაკით" 1 135 მოქალაქე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი