„ლიბერთის“ ანაბრებიდან 3.5 მლნი მოიპარეს

28 მაისი 2021, 20:12 5945 ნახვა

ბათუმში ლიბერთი ბანკის  ფილიალის ყოფილ მენეჯერს,რომელიც სავარაუდოდ თაღლითური გზით ფულს ითვისებდა და დოკუმენტაციას აყალბებდა, დღეს ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა სახლში მიაკითხა, თუმცა ის იქ არ დახვდათ, ოჯახის წევრებმა კი დაადასტურეს, რომ საქმეს იცნობენ, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებიათ. საუბარია ორი მილიონ 533 ათასი ლარზე, 202 ათასი დოლარსა და 80 ათასი ევროზე, რომელიც 37 ანაბრიდან და პირადი ანგარიშიდან გაქრა.

დანაშაულებრივი სქემა, გამოძიების ცნობით, 2015 წლიდან მოქმედებს. ბანკი ახლა ყოფილ მენეჯერთან ერთად 14 თანამშრომელს ედავება,რომელთა უფლებადამცველი კი ამბობს, რომ იკვეთება ბანკის სისტემური პრობლემა, რის გადაფარვასაც ბანკი რიგით თანამშრომლებთან დავაში ცდილობს.

ყოფილ მენეჯერს  ჯერ სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. სავარაუდო თაღლითურ სქემაზე გამოძიება მიმდინარეობს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი