პარლამენტმა დღეს გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლე დეპუტატების უფლებამოსილება ცნო. ირაკლი სესიაშვილს ქართული ოცნებიდან გელა სამხარაული შეცვლის, მარიამ ქვრივიშვილს ხათუნა კვიციანი. პარტია გირჩის ყოფილი დეპუტატის, სალომე მუჯირის შემცვლელი კი, ალექსანდრე რაქვიაშვილი იქნება. დეპუტატებს უფლებამოსილება ვადამდე ადრე 25 მაისს შეუწყდათ.