პოლიტიკური მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. ლევან ვასაძის თქმით, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად.
პოლიტიკური მოძრაობის დამფუძნებლის განცხადებით, შესაბამისი თხოვნით ცესკო-ს უახლოეს მომავალში მიმართავს და ხელმოწერების შეგროვებასაც დაიწყებს.
''ეს არ არის რიგითი საინვესტიციო პროექტი. დიდი ხანია, გასცდა რიონის ხეობის მასშტაბებს, გადავიდა სახალხო მასშტაბში და ნამდვილად იმსახურებს სახალხო აზრის გამოხატულებას. დავფიქრდით, მივედით დასკვნამდე, რომ ამ რეფერენდუმის ჩატარების მარტივი გზა იქნება მისი დაწყვილება ადგილობრივ არჩევნებთან. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად იდება დამატებითი ბლანკი, რომელზეც დაწერილია შეკითხვა, ხართ თუ არა თანახმა, რომ „ნამახვანჰესი“ აშენდეს კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების თანახმად – კი ან არა. არავითარ დამატებით ხარჯებს ეს არ წარმოადგენს, გარდა ქაღალდის დანახარჯისა, მოსალხეობასაც არ მოუწევს ზედმეტად საუბარი. ამით ჩვენ მარტივად გადავჭრით ამ საკითხს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.