საქართველოში მიწისძვრა მოხდა

25 მაისი 2021, 01:55 2288 ნახვა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები, თბილისის დროით 01:43 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ყაზბეგთან, სოფელ ბოქჩვილოსთან იყო.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ნგრევის და მსხვერპლის შესახებ, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში