რამდენიმე დღის წინ, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში 21 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში დაახლოებით სამი კვირის წინ მოათავსეს მუცლის არეში ტკივილით. მას ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე დღეს კი კორონავირუსი დაუდგინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. დედაქალაქის შემდეგ გავრცელების ტენდენცია მაღალია აჭარაში. დღეიდან კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინით _ სინოვაკით ვაქცინაცია დაიწყო და აცრისთვის რეგიონის მასშტაბით 1700-მდე მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა.