‘’ქართული ოცნების“ ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებენ.
ზუგდიდში პარტიის აქტივს შეხვდნენ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სხვა პარტიული ლიდერები. შეხვედრის პირველი ნაწილის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო როგორც მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.