თბილისში, მდებარე მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა. თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციის მიზნით, თბილისში არსებული რესტორნები სახელმწიფოსგან 5-5 ათას ლარს მიიღებენ.
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძის თქმით, რეგულაციების გათვალისწინებით პირველადი მოთხოვნილი კრიტერიუმები 400 ობიექტიდან 124-მა დააკმაყოფილა.
"400 ობიექტისთვის არის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა და ის 2 მილიონ ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე 124-მა ობიექტმა დააკმაყოფილა რეგულაციის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირველადი კრიტერიუმები. შესაბამისად, მერიის ფონდიდან გამოყოფილია 620 ათასი ლარი, რომელიც 124 ობიექტზე განაწილდა და მათთვის თანხის ჩარიცხვა ორშაბათიდან მოხდება. რაც შეეხება დარჩენილ 276 ობიექტს, მათ კუთვნილი თანხა მოთხოვნილი საბუთების ჩაბარების შემდეგ ჩაერიცხებათ.
ფინანსური დახმარება ერთჯერადი ხასიათის იქნება და ის 5-5 ათას ლარს შეადგენს. ორი ან მეტი რესტორნის ფლობის შემთხვევაში კი მფლობელი 10 000 ლარს მიიღებს. ეს, არ არის ის დახმარება, რითაც შეიძლება პრობლემები მოიხსნას, ეს არის ერთჯერადად, იმ მოტივაციის და პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ძირეულად ობიექტს აქვს, დისტრიბუციის თუ სხვადახხვა მიმართულებით დავალიანების სახით. გარკვეულ წილად ამ პრობლემების მინიმალიზება ხდება და ნებისმიერი დახმარება დასაფასებელი და მისასალმებელია", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
მცირე და საშუალო ზომის კვების ობიექტებმა შემდეგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ:
სუბსიდირების პროგრამით ის ობიექტები ვერ ისარგებლებენ, რომლებიც წარმოადგენენ: