ახლო აღმოსავლეთში მხარეები დაზავდნენ

21 მაისი 2021, 20:09 1084 ნახვა

ახლო აღმოსავლეთში ვითარების დასტაბილურების მიუხედავად, ისრაელის პოლიციამ ალ-აქსას მეჩეთზე შტურმი განახორციელა. მოსახლეობის განცხადებით, პარასკევის ლოცვის შემდეგ ბევრი მუსლიმი დარჩა ალ-აქსას მეჩეთში, რათა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტა აღენიშნათ.  ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. ამ პერიოდში, ისრაელის მიერ, ღაზის სექტორის დაბომბვას 243 ადამიანი შეეწირა, მათ შორის 66 ბავშვი, დაშავებულთა რაოდენობა კი 1900 აღემატება. ისრაელის მხარეს კი, 13 ადამიანია დაღუპული და ასეულობით დაშავებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში