ქობულეთში ახალი მუნიციპალური სერვისი “ქალთა ოთახი” ამოქმედდა. აღნიშნულ სივრცეში ქალებს წიგნებით, ინტერნეტითა და ბავშვთა კუთხით სარგებლობა შეეძლებათ, ასევე მოეწყობა სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგები. სერვისის შექმნის მიზანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების აქტიური ჩართულობაა.