ბათუმში მოძრაობის ახალი სქემის არაეფექტურობასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა ახალგაზრდულმა მოძრაობა ''არ დათმომ'.
მათი თქმით, ახალმა სატრანსპორტო სქემამ, რომლის მიზანიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში არსებული საცობების განტვირთვა იყო არ გაამართლა და ქუჩები უფრო მეტად გადატვირთა. მათივე თქმით, საავტომობილო მოძრაობის განსამუხტად დარგის სპეციალისტების მოწვევა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით გზებზე მოძრაობის წესების ცვლილებაა საჭირო. საპასუხო კომენტარს მერიიდან ამ დრომდე ველოდებით.