ბათუმში “ცოდნისა და უნარების განვითერების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის” ფარგლებში 4 პროფესიულ სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
ღონისძიებას კარლ ჰარცელი დაესწრო, რომელმაც საქართველოში განათლებაში ევროკავშირის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.
მემორანდუმის მიზანია, ახალგაზრდებში პროფესიული, პროგრესიული განათლებისა და უნარ-ჩვევების ამაღლება და ხელშეწყობა მათ დასაქმებაზე.
პროექტი ლექტორ მასწავლებლების გადამზადებასაც ითვალისწინებს.