ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საიაში აცხადებენ, რომ ამნისტია სამართალდამცველებზე არ უნდა გავრცელდეს და რომ, მათზე გამოძიება არასწორი მუხლით მიმდინარეობს. ორგანიზაციაში ქართული ოცნების მიერ მომზადებულ კანონპროექტში უამრავ ხარვეზს ხედავენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, უმრავლეს შემთხვევაში სამართალდამცველებმა მძიმე კონვენციური მუხლის დანაშაული ჩაიდინეს, რომლებიც მისი თქმით, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს. საიამ დღეს პარლამენტში განცხადებაც შეიტანა.