საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. კახა კუჭავა გავლენიანი კვლევითი ცენტრების და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მიმოიხილეს, ისაუბრეს საარჩევნო რეფორმის გაგრძელებაზეც. ხაზი გაესვა პოლიტიკური დისკუსიის პარლამენტში გადატანისა და საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.