საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე ერთდროულად აღინიშნება. სასულიერო პირებმა თბილისში ქუჩები აკურთხეს. კორონავირუსის პანდემიის გამო, მსვლელობის წესები შეიცვალა და მხოლოდ სასულიერო პირები, სტიქაროსნებთან ერთად მონაწილეობდნენ. პროცესს შეუერთდნენ მამა-შვილი - გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. მათი თქმით, თუ სადმე ლგბტქ თემი დღევანდელი დღის აღნიშვნას შეცდება, ისინი მათ ამაში ხელს შეუშლიან. შეგახსენებთ, 2 დღის წინ „დედა ენის“ ბაღში გურამ ფალავანდიშვილმა ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია დაარბია, შეკრებილ აქტივისტებს კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.