კაფეები და რესტორნები სტუმრებს შაბათ-კვირასაც მიიღებენ, თუმცა, მხოლოდ ღია სივრცეებში. გადაწყვეტილება დღეს მიიღო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ. მიიღეს კიდევ ერთი გადაწყვეტილება, საქართველოში „კომენდანტის საათი“ 21-ის ნაცვლად 23 საათიდან დაიწყება. შეზღუდვების შემსუბუქების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ტურისტების რაოდენობის ზრდა სახელდება. ამ კვირიდან ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ორგანიზებული ვაქცინაციაც დაანონსდა.