ბათუმში ევროპის მოედანზე დაკავებული სპორტსმენების, ძმები წულუკიძეებისა და ჭელიძეების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციას დედაქალაქიდან "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტები და თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც შეუერთდა. აქციაზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ 7 მოქალაქე უსამართლოდ არის დაკავებული და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. სოლიდარობა ასევე გამოუცხადეს დაკავებულ ელდარ ანთაძეს.
ძმებ ჭელიძეებსა და წულუკიძეებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავებიან. სასამართლო 8 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. სპორტსმენები ნამახვანჰესის აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს.