''სამართლიანი არჩევნების'' განცხადება

15 მაისი 2021, 15:40 1000 ნახვა

სამართლიანი არჩევნები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე ცვლილებებს ნაჩქარევს უწოდებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში დაბალია დასაბუთების ხარისხიც.ISFED-მა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი საფუძვლებით დაიწყო მიმდინარე რეორგანიზაცია, თუმცა ცესკომ დასაბუთებული არგუმენტები ამ შემთხვევაშიც ვერ წარმოადგინა.

სამართლიანი არჩევნები გავრცელებულ განცხადებაში ეხმიანება ქართულ ოცნებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის გაფორმებულ შეთანხმებასაც, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირებასაც მოიცავს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, შესაძლოა, ცესკოში კიდევ ერთხელ დადგეს უფრო ფართო რეორგანიზაციის საჭიროება.

​ISFED-ში აცხადებენ, რომ ნებისმიერი ინსტიტუციური გარდაქმნა ახალი ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ უნდა განხორციელდეს, ხოლო მიმდინარე ცვლილებები საარჩევნო რეფორმის დასრულებამდე უნდა შეჩერდეს, რადგან ის ლეგიტიმაციას მოკლებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი