მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შარლ მიშელის ინიციატივით დადებულ შეთანხმებას შორის არის საარჩევნო რეფორმის გატარება, რომელზეც მუშაობა მხარეებმა დღეს პარლამენტში დაიწყეს.
ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მსჯელობა კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც ერთი შეხვედრით ვერ გადაწყდება - რეფორმის ერთი ნაწილია, ის, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი იყოს, რაზეც ქართულ ოცნებაში აცხადებენ,რომ ამ საკითხზეც აუცილებლად იმსჯელებენ.