პრინციპულ საკითხებზე თითქმის თანხმობაა, აზრთა სხვადასხვაობაა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხზე - აცხადებს საარჩევნო რეფორმის შესახებ ოპოზიციის ნაწილი. მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია დოკუმენტი შარლ მიშელის შეთანხმებასაც პასუხობდეს.
სწორედ ევროპელი მედიატორის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ერთ-ერთ პუნქტად ამბიციურ საარჩევნო რეფორმაზეა საუბარი.
ამ შეთანხმების შემდეგ პროცესმა პარლამენტში უკვე გადაინაცვლა, თუმცა პროექტზე შეთანხმების შემდეგ მორიგი ნაბიჯი ვენეციის კომისიის შეფასებაა.