დიდი ხნის პაუზის შემდეგ დებიუტი მაყურებლის წინაშე და თანაც ახალ სტადიონზე ეროვნული ლიგის ცენტრალურ შეხვედრაში, დინამო ბათუმმა დინამო თბილისი 1:0 დაამარცხა და ეროვნული ლიგის ლიდერად იქცა.
ერთადერთი გოლი ფანცულაიას პრესინგისა და აქტიურობის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა.თამაშს 7 ათასი ქომაგი ესწრებოდა, რაც კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, შესაძლო მაყურებლის მესამედია.