საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ წევრებს ხვდება

07 მაისი 2021, 14:53 963 ნახვა

კიდევ ერთი კანონპროექტი განხილვის, კრიტიკისა და დავის მიზეზი. კვლავ ორადაა გაყოფილი აზრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკურ წრეებში. ვიდრე მხარეები ერთმანეთს კანონის დადებით და უარყოფით კონტექსტზე მიუთითებენ, მანამდე დღის წესრიგშია შეაჩერებს ცვლილებებს თუ, პირიქით,  ხელს მოაწერს მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტი? ვიდრე სალომე ზურაბიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, მანამდე ოპოზიციაში უკვე მოძებნეს გზები, რომ თუ კანონი ძალაში არსებული ვარიანტით შევა, მაშინ დააინიცირებენ ალტერნატიულ კანონპროექტს. ამ წუთებში იწყება პრეზიდენტის შეხვედრა ქართულ ოცნებასთან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თუ იქნება ვეტო, ისინი განიხილავენ არგუმენტაციებს, მანამდე კი წინასწარი პროგნოზების საჭიროებას ვერ ხედავენ.  

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი