ოფიციალური მიღება აშშ-ის გემზე

05 მაისი 2021, 18:01 900 ნახვა

ბათუმში აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდზე  ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. ოფიციალურ მიღებას თავდაცვის მინისტრი და აშშ-ის ელჩი საქართველოში დაესწრნენ.  ხომალდის ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება და ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

"HAMILTON" ბათუმის ნავსადგურს პირველად სტუმრობს და მას საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს.

ნავსადგურში შემოსვლამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდსა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების მონაწილეობით ერთობლივი საზღვაო წვრთვნებიც გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი