ზელენსკი ევროკავშირს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

04 მაისი 2021, 17:38 905 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის ევროინტეგრაციულ მისწრაფებებს რეალური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს. 

„ჩვენ უნდა გვხედავდნენ, როგორც თანასწორ და განუყოფელ პარტნიორს. უკრაინა ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც ევროკავშირს მხოლოდ გააძლიერებს“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი საფრთხეს წარმოადგენს მთლიანად ევროპისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში