პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განცხადება გაავრცელა. ,,ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს მნიშვნელოვანი წვლილისთვის და ევროკავშირის სახელით მხარდაჭერას დაჰპირდა . დიპლომატმა განცხადება გააკეთა კონკურსის შესახებ , რომელიც ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2021 წლის პრიზის მოპოვებას ეხება. წლევანდელი თემაა ”ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთეა".