ქობულეთში ბრუცელოზის შემთხვევა დაფიქსირდა

28 აპრილი 2021, 17:55 1468 ნახვა

ქობულეთში ბრუცელოზის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება თავდაპირველად ერთ-ერთი ფერმერის შინაურ პირუტყვს დაუდგინდა. დაინფიცირდა  2 ცხვარი და 6 თხა, რის შემდეგადაც, სავარაუდოდ ფერმერსაც გადაედო.

ფაქტზე ინფორმირებულია სურსათის ეროვნული სააგენტო. მათ მიერ შინაური პირუტყვიდან აღებული იქნა სისხლის სინჯები შემდგომი ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით.

კვლევის შედეგად, 24-აპრილს ოფიციალურად დადასტურდა ბრუცელოზის შემთხვევა. 

პირუტყვის და ადამიანის უსაფრთხოების ნორმების, წესების და კანონმდებლობის დაცვით მოხდა დაავადებული ცხოველების ლიკვიდაცია. ასევე ცხოველების სადგომს ჩაუტარდა დეზინფექცია.

სავარაუდო გავრცელების წყარო ბრუცელოზით დაავადებული პირუტყვია. აღნიშნული პიროვნება წლებია მესაქონლეობას მისდევს.

პრევენციის მიზნით, დასახლებაში დაიწყო შინაური პირუტყვის სისხლის სინჯების აღება და გამოკვლევა ბრუცელოზზე. ასევე გეგმიური პროფილაქტიკური ვაქცინაცია ჩაუტარდება დაავადების ამთვისებელ ცხოველებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, თამარ ჭკუასელი, აცხადებს რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ეს დაავადება არის საქართველოსთვის ენდემური დაავადება და დაინფიცირების შემთხვევაში შესაძლებელია პროცესის მართვა.

მისივე თქმით, სტატისტიკურად, გამოვლენილი შემთხვევები აჭარაში ძალიან დაბალია. რადგან მოსახლეობის მხრიდან ბრუცელოზზე გამოკლვევა და მიმართვიანობა დაბალია.

ფერმერის ინტერესებიდან გამომდინარე,  აჭარის მაუწყებელი კონკრეტულ ადგილს და პიროვნებას არ ასახელებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი