დაჭრის ფაქტზე 32 წლის კაცი დააკავეს

27 აპრილი 2021, 17:30 875 ნახვა

პოლიციამ ახმეტაში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა. დაკავებულია 32 წლის მამაკაცი. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ახმეტაში ურთიერთშელაპარაკებისას 38 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში