“ადვოკატებზე ნებისმიერ ზეწოლას განვიხილავ იმ ღირებულებებზე ზეწოლად, რომლის დაცვასაც კონსტიტუცია გვავალებს” - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ადვოკატთა ასოციაციაში გააკეთა.გიორგი მარგველაშვილი პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციას ეწვია და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განახლებული და აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გახსნა. პრეზიდენტი ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატის პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ორდენით დააჯილდოვა.