თამარ გაბუნიას განცხადებით, 10 მაისამდე 6 000 საწოლის მობილიზება მოხდება.
მისივე განცხადებით, ყველაზე დიდი დატვირთვა თბილისზე მოდის. ამ ეტაპზე კი კლინიკებში კოვიდპაციენტების მისაღებად საწოლების რაოდენობა საკმარისია.
"მაქსიმალური დატვირთვის პირობებში, ჰოსპიტალურ სექტორს, დაახლოებით 7 500 საწოლის მობილიზება სჭირდება. დღევანდელ მდგომარეობაში, ის საწოლფონდი, რაც გვაქვს, სრულად საკმარისია. მეტი დატვირთვაა თბილსიზე, სხვაგან საბედნიეროდ უკეთესი მდგომარეობაა. ამდენად, თბილისში აქტიურად ხდება საწოლების მობილიზება. რაც შეეხება სხვა მარაგებს, მარაგები საკმაირსია იმისთვის, რომ ყველა პაციენტმა მიიღოს შესაფერისი სამედიცინო მომსხურება''-განაცხადა თამარ გაბუნიამ.