საჭიროა მეტი მუშაობა მოსახლეობასთან, რომ "ასტრაზენეკას" აუთვისებელი დოზები არ დაგვრჩეს - ამირან გამყრელიძე

26 აპრილი 2021, 13:06 576 ნახვა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე "ასტრაზენეკას" ვაქცინით 22 000-მდე ადამიანია აცრილი, 10-11 ათასი დოზა დაჯავშნილია, კიდევ საჭიროა 9-10 ათასი ადამიანი.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მობილიზება 55 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების. საჭიროა მათთან მეტი მუშაობა, მეტი ახსნა-განმარტება.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვაქცინა, რომელსაც სისხლის ფასად ვშოულობთ ის არ უნდა დაგვრჩეს და გაფუჭდეს"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი