უნდა გათავისუფლდნენ თუ არა ამნისტიის შედეგად 20 ივნისს უფლებამოსილების გადამეტებისთვის დაკავებული სამართალდამცველები - პროექტის პარლამენტში ინიცირებამდე ერთი დღე რჩება, თუმცა, პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეების მოსაზრებები ამ საკითხზე ისევ განსხვავებულია. უმრავლესობაში ღიად აფიქსირებენ, რომ 20 ივნისის საქმეზე ამნისტია შეეხება ყველას. შეთანხმებაზე ხელისმომწერ ოპოზიციას კი იმედია აქვს, რომ ამნისტია არ გავრცელდება ისეთ პირებზე, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ ზიანის მიყენების მუხლით არიან დაკავებულები.