ბათუმში კოვიდის შემთხვევების გამო ''მეგასკოლა'' დროებით დაიხურა 

23 აპრილი 2021, 11:09 1121 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების გამო ბათუმში კიდევ ერთი სასწავლო დაწესებულება დროებით დაიხურა. 23 აპრილის მონაცემებით, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ''მეგასკოლა''. 

ბათუმის რესურსცენტრის უფროსის განცხადებით, ვირუსი დაუდასტურდათ პედაგოგს, კურატორსა და მოსწავლეს. ამიტომ ​ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. 

ასევე კოვიდის გამო დღეს ორი კლასი გადავიდა ონლაინსწავლებაზე. ბათუმის №1 საჯარო და №20 სკოლაში კორონავირუსი კლასის დამრიგებლებს დაუდასტურდათ.

ამ ეტაპისთვის ბათუმში დისტანციურად სწავლობს 29 კლასი. რაც შეეხება სკოლებს სულ სამი სკოლაა დახურული, მათგან ორი - №2 და №28 სკოლები საკლასო ოთახებში სწავლას ორშაბათიდან განაახლებენ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში