მთავარი მსოფლიოში

22 აპრილი 2021, 20:01 1273 ნახვა

რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში დონბასსა და  ანექსირებული ყირიმის საზღვრებთან გადასროლილი ათობით ათასი სამხედრო მოსამსახურის მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.  შესაბამისი განკარგულება თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გამოსცა. რუსული  ჯარის გაყვანა 23 აპრილს დაიწყება და პირველ მაისს დასრულდება.  გადაწყვეტილება მინისტრმა სწავლების წარმატებული დასრულებით ახსნა. იმავდროულად  შოიგუმ ჯარს მოუწოდა იყოს მზად ნატოს  სამხედრო წვრთნების რაიონში ვითარების არახელსაყრელი განვითარების შემთხვევაში მოულოდნელი რეაგირებისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მსოფლიო ქვეყნებს  კლიმატური კრიზისის მოსაგვარებლად აქტიური ზომების მიღებისკენ  მოუწოდებს.  ამის შესახებ მან კლიმატის სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. ჩვენ ყველამ, განსაკუთრებით უმსხვილესი ეკონომიკების წარმომადგენლებმა ძალისხმევა უნდა გავააქტიუროთ. მეცნიერები ამბობენ,რომ ეს გადამწყვეტი ათწლედია, როცა ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება კლიმატური კრიზისის უარესი  შედეგების თავიდან ასაცილებლად. აშშ-ი ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შეწყვეტას 2050 წლისთვის გეგმავს. აშშ-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კლიმატური სამიტი ონლაინ-რეჟიმში ჯო ბაიდენის გამოსვლით დაიწყო. სამიტი, რომელზეც მსოფლიოს 40 ლიდერია მიწვეული, ორი დღე გაგრძელდება.

ჩეხეთი ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელს აძევებს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა რუსეთის საელჩოს შემადგენლობას მოსკოვში ჩეხეთის დიპლომატიური მისიის დონემდე შეამცირებს. რუსეთის საელჩოს თანამშრომლებმა ჩეხეთის ტერიტორია მაისის ბოლომდე უნდა დატოვონ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა  ჩეხეთის გადაწყვეტილებას. პრაღა ურთიერთობების განადგურების გზას დაადგა. პასუხი არ დააყოვნებს - განაცხადა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. ქვეყნებს შორის დიპლომატიური სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას, ჩეხეთმა რუსეთი 2014 წელს, საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში დაადანაშაულა და 18 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. საპასუხოდ, რუსეთმა ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხრიდან სომეხთა გენოციდის შესაძლო აღიარების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას  თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ცრუ და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების წინაშე  სიმართლეს დაიცავს. მანამდე ამერიკული  უოლ-სთრით ჯორნალი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ჯო ბაიდენი საუკუნეზე მეტი ხნის წინ ოსმალეთის იმპერიაში მომხდარი  სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად  ოფიციალურად აღიარებას გეგმავს. მისმა წინამ

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი