ჯარისკაცების საქმეზე დაკავებულებს ბრალს წარუდგენენ

22 აპრილი 2021, 12:24 813 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დაკავებულ  ორ  თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს. მათ გამოძიება ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავება.  საუბარია გასული წლის ზაფხულში მომხდარ სავარაუდო დანაშაულის რამდენიმე ეპიზოდზე. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები  კბილისა და ფეხსაცმლის ჯაგრისებით ჯარისკაცებს ახეხინებდნენ  საცხოვრებელი ყაზარმის სივრცეებს,  მათ შორის  ყაზარმის საპირფარეშო ოთახის იატაკს, საპირფარეშოს კარებს და ჩარჩოებს, უნიტაზსა და პირსაბან  ნიჟარას. დანაშაულები ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი