ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ლელოს ოფისში ამნისტიის კანონპროექტზე იმსჯელეს. მათი თქმით, ამ კანონპროექტის მთავარი მიზეზი ნიკა მელიას გათავისუფლებაა, ამიტომ ისინი არ აპირებენ კომპრომისებზე წასვლას და მათივე თქმით, 20 ივნისის მოძალადე აქტორების გათავისუფლებაზე თანხმობას. ამნისტიის სიაში მოხვედრაზე მხოლოდ 3 პოლიციელს განიხილავენ, თუმცა ოპოზიციონერები ამბობენ, რომ მათი გათავისუფლება მხოლოდ დაზარალებულთა თანხმობით უნდა მოხდეს. ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში არ წერია, რომ ამნისტია ყველას უნდა შეეხოს. ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ დოკუმენტზე ხელმომწერმა პარტიებმა დოკუმენტში არსებულ პუნქტებზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღონ და ეს ტვირთი ნიკა მელიაზე არ გადაიტანონ.