ბათუმის ნავთობ-გადამამუშავებელი ქარხანა ათეული წლებია აღარ მუშაობს, მაგრამ ნარჩენები ტერიტორიიდან ამ დრომდე არ გაუტანიათ.
მოსახლეობა ამბობს, რომ მიმდებარედ რთული ეკოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ობიექტი ექსპლუატაციაში იყო სპეციფიკური სუნი ბევრს აწუხებდა, ახლა კი მაშინ იგრძნობთ, როდესაც ახლოს ჩაუვლით.
პრობლემის გადაჭრაში საქართველოს ჩეხეთის მთავრობა დაეხმარება. ზღვისპირა 50 ჰექტარ მიწას ჩეხი ექსპერტები, შემდგომი განვითარებისთვის გაწმენდენ.