საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 632 პირი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 241 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 446 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 795 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.38%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.16%.
ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 798 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 39, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 172, საიდანაც: 3 363 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 852, აჭარაში - 388, იმერეთში - 396. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 591 პირი, მათ შორის, თბილისში - 297, აჭარაში - 69, იმერეთში -82. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში - 9, იმერეთში - 9. 575 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 303 - თბილისში, 255 - აჭარაში. 8 234 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 249 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 217, ხოლო აჭარაში - 5.