პოლიტიკური კრიზისი უკან ჩამოვიტოვეთ და ახლა მძიმე სამუშაო იწყება - შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 22:00 1165 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"განსაკუთრებულად მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები. პოლიტიკური კრიზისი უკან ჩამოვიტოვეთ და მძიმე სამუშაო იწყება, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიყვანს. 

მინდა, მივულოცო საქართველოს ლიდერებს ამ შეთანხმების მიღწევა. კომპრომისი ევროპული სიძლიერეა. ეს არ არის სისუსტე. ის საშუალებას აძლევს, რომ გაჩნდეს ხმათა მრავალფეროვნება და კოლექტიური აზროვნება. ეს მიღწევა თქვენია და ახლა გამოწვევაც თქვენია, რომ ამან იმუშავოს.

ეს მიღწევა თქვენია და ახლა გამოწვევა მისი ამოქმედებაა. მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო თქვენი სიბრძნისა და სახელმწიფოებრიობისთვის და ბატონო პრემიერო ლიდერობისთვის. 

ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია უკრაინის საზღვრებთან და არალეგალურად ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აქტიურობით. ეჭვი არავის შეეპაროს: საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის ერთგულება ისე ძლიერია, როგორც არასდროს“, - წერს შარლ მიშელი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი