შარლ მიშელის მეორედ ჩამოსვლა და შეთანხმება

20 აპრილი 2021, 20:07 864 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლიდან დაიწყო დედაქალაქში დღევანდელი ვიზიტი. შარლ მიშელმა და სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსახლეობა დაიღალა იმ პოლარიზაციით, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

ევროკავშირის ჩართულობა კი საქართველოში არსებული ვითარების სტაბილიზაციაში პრეზიდენტის თქმითვე უპრეცენდენტო იყო. საქართველოს როლს ევროკავშირისთვის ხაზი შარლ მიშელმა გაუსვა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დიალოგის პროცესში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი