აჭარაში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

20 აპრილი 2021, 10:55 1148 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 70 პაციენტი.

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 420 პირი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 74, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 7 ადამიანი.

513 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 271 - თბილისში, 224 - აჭარაში. 7 723 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 308 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 276, ხოლო აჭარაში - 5.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 389 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 923 პირი, აჭარაში - 2 374.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი