სალომე სამადაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს

20 აპრილი 2021, 00:23 1313 ნახვა

სალომე სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია-„მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე, ვინც მოაწერს, იმათ „მოღალატეს“ დავუძახებთ“. ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები“, - წერს სალომე სამადაშვილი.

 

ცოტახნის წინ, სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალ დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში