უნიკალური მცენარე ბზა გადაშენების პირასაა, ის მასობრივად ხმება. პრობლემა მცენარის უკანონოდ მოპოვების გარდა, მავნებლებია, რომელიც ბზას ფესვებში უჩნდება და გამრავლების საშუალებას არ აძლევს.
აჭარის 4-ვე მუნიციპალიტეტში კოლხური ბზა სრულად განადგურებულია.
მარადმწვანე მცენარის მოჭრაზე ან დაზიანებაზე კონტროლი მკაცრდება. ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდეა.