„კეთილი იყოს „გირჩის“ ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში" -„გირჩის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ

19 აპრილი 2021, 13:48 1233 ნახვა

„გირჩის“ წარმომადგენლები, ვახტანგ მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია და ალექსანდრე რაქვიაშვილი პარლამენტში მივიდნენ.

მათი განცხადებით,  ისინი ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ადამიანების გაცნობას აპირებენ და საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვებიან.

გირჩის წევრები აცხადებენ, რომ ისინი პარლამენტის შენობაში იბრძოლებენ იმ შვიდი საკითხისთვის, რომელიც „გირჩს'' აწუხებს.

„კეთილი იყოს „გირჩის“ ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში, ჩვენ პარლამენტის შენობაში შემოვედით იმ გზის აღსასრულებლად, რომელიც გამოვაქვეყნეთ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ერთი მხრივ, ხელისუფლებისკენ, რომ ვესაუბროთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც ჩვენ გვაწუხებს, შვიდი საკითხი, რომელიც „გირჩს“ აწუხებს"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი