„გირჩის“ წევრებმა სანდრო რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერეს.
„ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს, ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა, თავიანთი წინადადება. მე ვფიქრობ, რომ დარჩენილმა 60-მა კაცმა თავად უნდა გადაწყვიტოს უნდა შეთანხმება და ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ეს ყველაფერი"- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
"გირჩი" დღეს პარლამენტში მისვლასაც გეგმავს.