ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 413 პაციენტი, მათ შორის მძიმეა 75 პირის მდგომარეობა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 8.
რეგიონის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მოთვსებულია 200 პირი, ონლაინ კლინიკიდან იმართება 526.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 2 098.