შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის გადაწყვეტილებით, გამოძიების დასრულებამდე მსახიობი ბესო ზანგური დროებით, ყველა როლიდან მოიხსნა.
ბრძანებას რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტ სტურუამ ხელი უკვე მოაწერა.
ბრძანების თანახმად, ზანგური "მიმდინარე რეპერტუარის ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია მანამ, სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობით დადგენილი წესით".
ნინუცა მაყაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მასზე ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური, თანაცხოვრების დროს სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის მაშინაც, როდესაც იგი ორსულად იყო.
დღეს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბესო ზანგურს თეატრის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდა.