აფგან მუხთარლის განცხადება

16 აპრილი 2021, 17:36 925 ნახვა

,,ფარმან ჯეირანლი პოლიტიკური ტყვეა, ის დააკავეს აზერბაიჯანული მხარის დაკვეთით და არ უნდა იყოს ციხეში.“ განაცხადა  აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ.მისი თქმით, ფარმან ჯეირანლის დაკავება პოლიტიკურ რეპრესიას უკავშირდება, ვინაიდან აზერბაიჯანული მხარე თვლიდა, რომ ჯეირანლი საქართველოდან  აზერბაიჯანში ოპოზიციურ პარტიებს აფინანსებდა.

აფგან მუხთარლი უფლებადამცველებთან ერთად ამ ვერსიას იზიარებენ და  აცხადებენ, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.

აფგან მუხთარლი ფარმან ჯეირანლის ვადამდელ გათავისუფლებას ითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში