სომხეთ-საქართველოს მეგობრობასა და ურთიერთობაზე ისაუბრა, სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა სალომე ზურაბიშვილთან სტუმრობის დროს.
ისაუბრეს რეგიონულ უსაფრთხოებაზე, კავკასიაში შეცვლილ არქიტექტურა, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს მოჰყვა. საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგას კიდევ ერთხელ შესთავაზა, ამ კონფლიქტის განხილვა და დისკუსია შედგეს საქართველოში.
არმენ სარქისიანის გზავნილი კი აზერბაიჯანული და თურქული მხარის მისამართით კრიტიკული იყო.
სომხეთის პრეზიდენტი ხვალ, უკვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.