შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს და უბნის ინსპექტორებს, აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მხარდაჭერით, ორი სასწავლო კურსი ჩაუტარდათ, თემებზე: „ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება“ და „ოჯახში ძალადობის გამოძიება“. ტრენინგებზე აშშ-ს სამართალდამცავი უწყებების მიერ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს, მათ შორის, დაზარალებულთან ურთიერთობის, გამოკითხვის ტექნიკის, ძალადობის ფაქტების გამოძიებისა და პოლიციელის პირადი უსაფრთხოების უნარების შესახებ.