ბაიდენი და მერკელი რუსეთს დონბასში სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ

15 აპრილი 2021, 15:41 982 ნახვა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთს უკრაინის საზღვრიდან საკუთარი ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებენ. ანგელა მერკელსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენმა და მერკელმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზების გამო. რუსულ მხარეს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი